logo
ENG



"ომის გლობალური პარტია"- "ქართული ოცნების" შეთქმულების თეორია

10 თებ 202320:19
3 წუთის საკითხავი
 

"ომის პარტია ნამდვილად არსებობს უკრაინის წინააღმდეგ და მას პუტინი მართავს."ვაშინგტონიდან მსგავსი შეფასებები მოჰყვა ირაკლი კობახიძის პრორუსულ განცხადებას ომში რუსეთის დაწინაურებისა და საქართველოში ფრონტის გახსნის შესახებ. ამერიკის ანალიტიკურმა წრეებმა გზავნილი აღიქვეს, როგორც რუსეთის გულშემატკივრობა. სამარცხვინოა, აცხადებს დევიდ კრამერი.

მარცხის ფსიქოლოგიასა და რუსულ რიტორიკაში ოცნება პრეზიდენტმაც დაადანაშაულა. ივანიშვილის გუნდი კი პროპაგანდისტულ გზავნილს არ ცვლის და ყველას, ვისაც საქართველოს მთავრობის კრემლთან დამთბარი ტონი არ მოსწონს, შეთქმულებაში ადანაშაულებს.


close დახურვა